5
21 დეკემბერი 2024, 18:02
ოპოზიციამ ეუთო/ოდირის დასკვნა გადმოთარგმნა თავისებურად, ისე, თითქოს ეს დასკვნა იყო ნეგატიური და აბსოლუტურად არ ასახავდა არანაირ პოზიტიურ ასპექტებს, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ დასკვნაში გამოიკვეთა ორი მთავარი კომპონენტი.
„ეს არის კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული არჩევნები და მეორე, ეს არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ აჩვენა ადმინისტრირების უმაღლესი დონე და ძალიან მაღალი სტანდარტით ჩაატარა ეს არჩევნები. ეს ორი ძირითადი განცხადება პირდაპირ პროპორციულად ასახავს იმას, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. ნებისმიერი უსაფუძვლო, არგუმენტის, ფაქტის გარეშე არსებული განცხადება, ბრალდება, რომელსაც ჩვენ უკვე თვეზე მეტია ვისმენთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და დღეს უკვე ამ ანგარიშზე რაღაცნაირად ხავს რომ ეჭიდებიან, ისეთ პოზიციაში არიან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ არჩევნების შედეგები რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში.

სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |