ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალების მიერ ალენ ბერსესთან დაკავშირებულ შეფასებებზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ თავდასხმა მოხდება ყველაზე, ქვეყნის გარეთ, შიგნით, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით ოდნავ ობიექტურ პოზიციას დაიკავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 21 დეკემბერი 2024, 17:52

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ჩვენ, რომ თავდასხმა მოხდება ყველაზე, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით ოდნავ ობიექტურ პოზიციას დაიკავებს, - ასე აფასებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან დაკავშირებით რადიკალების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უცხოელმა მხარდამჭერებმა არა დემოკრატიული ოპოზიცია, არამედ ექსტრემისტული ძალა გამოზარდეს.

„ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ჩვენ, რომ თავდასხმა მოხდება ყველაზე, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით ოდნავ ობიექტურ პოზიციას დაიკავებს. გამოზარდეს იმ უცხოელმა მხარდამჭერებმა არა დემოკრატიული ოპოზიცია, არამედ ექსტრემისტული ძალა საქართველოში, რომელსაც არც დიალოგის, არც დემოკრატიული პროცესის, არც კანონიერების აღქმა გააჩნია.

მათი აღქმა არის ერთადერთი რამ - მეიდენაზაცია საქართველო. ამის საფუძველზე ხელისუფლებაში მოსვლა და მათი დამკვეთების და მათი მფარველების ყველა დავალების უპირობოდ, უსიტყვოდ შესრულება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი