ნიკა მელია - პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, ხვალ განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ, პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 23 ნოემბერი 2024, 22:41

ეს არის რიგით მე-11 მოწვევის პარლამენტი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პარლამენტი, ეს იმ მე-11 არმიის მემკვიდრეა, რომელმაც ერთხელ შეძლო, რომ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაეთელა, მაგრამ მან მეორეჯერ ვერ უნდა შეძლოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო მხარს გვიჭერს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ.

„დღევანდელი პროტესტიც შედგა. პროტესტი გრძელდება, ვიდრე გამარჯვება არ იქნება მოპოვებული და ამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ძნელად მოიძებნება პრეცედენტი, როდესაც ასეთი ყალბი და შინაარსისგან დაცლილი ე.წ. პარლამენტი არსებობდეს ან სადმე ეარსება, ე.წ. პარლამენტი, სადაც საკონსტიტუციო რაოდენობაც კი არ არსებობს და 2/3 შემადგენლობაც კი არ არის. ამას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. აქ ხშირად კითხვას სვამენ სახელისუფლებო გუნდის გულშემატკივრები სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების სახით და კონტრშეკითხვა დამებადა დღეს; კარგით, გასაგებია, ჩვენ თუ რამეში ვცდებით, როგორ ხდება, რომ დემოკრატიული მსოფლიო არ აღიარებს ერთხმად ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, ისევე, როგორც არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს, ქვეყნის პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, არავინ არ აღიარებს, სამოქალაქო საზოგადოება არ აღიარებს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი და მას არ განიხილავენ. უამრავი ჩიხური მდგომარეობა აქვს ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც არის ყალბი და თვითმარქვია. ამ ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია ხელისუფლება, რომელმაც უბრალოდ დაიწერა ის, რაც ეგონა, რომ შერჩებოდა.

ხვალ და ზეგ განსაკუთრებით, არის უმნიშვნელოვანესი დღეები. ხვალ, 21:00 საათზე ჩვენ ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვიკრიბებით, რომ გავაპროტესტოთ, ვიდრე რეჟიმი არ ჩამოიშლება და არ გახდება იძულებული, მივიღოთ თავისუფალი არჩევნები. ეს არის თავისუფალ ხალხსა და ავტორიტარიზმის მომხრე ხალხს შორის დაპირისპირება, ეს არის სიმართლე. ეს არის რიგით მე-11 მოწვევის პარლამენტი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პარლამენტი, ეს იმ მე-11 არმიის მემკვიდრეა, რომელმაც ერთხელ შეძლო, რომ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაეთელა, მაგრამ მან მეორეჯერ ვერ უნდა შეძლოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო მხარს გვიჭერს. არავინ არ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას. პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ მართლები, პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გიორგობაა, რომელსაც ტრადიციულად აღვნიშნავთ, უამრავი ადამიანი იყო დღეს გმირთა მოედანზე პროტესტში მონაწილეობის მისაღებად, ხვალ კი, განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ. ხვალ, 21:00 საათზე და ველოდებით მთელ საქართველოს. პროტესტი გამარჯვებამდე – ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო ბაიდენი - ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანობისკენ სწრაფვასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე
გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე: ამ უსამშობლოებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს - ამათთვის ხომ ჯერ „ვარდების რევოლუციაა“ და მერე გიორგობა
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
სოსო ტყემალაძე: იტალიას 70 ათასი მორაგბე ჰყავს, ჩვენ - 8 ათასი, უელსს - 150 ათასი, ასეთი გუნდების დამარცხება შევძელით - ეს დიდი შრომის და იმ ინფრასტრუქტურის შედეგია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა
პუტინმა თავის ჯარებს დაავალა, კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალები ტრამპის ინაუგურაციამდე განდევნონ - ზელენსკი
არქივი