ლევან მახაშვილი: ტექნიკური მისია რეალურად არ ვიცით რა იქნება. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საგამოძიებო მისია, რადგან გამოსაძიებელი არაფერი მომხდარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 23 ნოემბერი 2024, 21:27

„ქართული ოცნების“ წევრის ლევან მახაშვილის განცხადებით, ტექნიკური მისია, რა თქმა უნდა, ცალსახად იმედგაცრუებაა რადიკალური ოპოზიციისთვის იმასთან მიმართებით, რასაც ისინი არჩევნებთან დაკავშირებით ითხოვდნენ.

როგორც მან გადაცემა „ქრონიკაში“ აღნიშნა, დანამდვილებით შესაძლებელია იმის თქმა, რომ ტექნიკური მისია არ იქნება საგამოძიებო.

„წერილში მოსახლეობამაც ნახა, რა არმაგედონს და სამყაროს დასასრულს ითხოვდნენ საქართველოსთვის. ტექნიკური მისია რეალურად არ ვიცით რა იქნება. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საგამოძიებო მისია, ეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ. თავად ევროკავშირმაც არ იცის კონკრეტულად რა იქნება, რა კონკრეტული ფუნქცია ექნება, რას გააკეთებენ. ამიტომ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. შევხედოთ და ამის მიხედვით.

შეგვიძლია ერთგვარად, ჯერ რა ინფორმაციაც გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, სახის შენარჩუნების ნაბიჯი შეგვიძლია ვუწოდოთ ამ პროცესს, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, ეს არ არის საგამოძიებო, რადგან გამოსაძიებელი არაფერი მომხდარა. ჩვენი წარმოდგენით, ორი-სამი ადამიანი ჩამოვა, შეხვდება დაინტერესებულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიები იქნებიან, საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება თუ ა.შ. და ერთგვარ შეჯამებას, ინფორმაციას წაიღებს და გააცნობს შემდეგ თავის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბრიუსელში. ამავე დროს, შემდეგი კვირისთვის ჩანიშნულია მოსმენა. ზოგადად, ევროკავშირში იქნება მოსმენა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიისა და ალბათ აქედან უკვე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება ის კონტურები, რა შეიძლება გააკეთოს ე.წ. ტექნიკურმა მისიამ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე: ამ უსამშობლოებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს - ამათთვის ხომ ჯერ „ვარდების რევოლუციაა“ და მერე გიორგობა
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნიკა მელია - პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, ხვალ განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ, პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება
სოსო ტყემალაძე: იტალიას 70 ათასი მორაგბე ჰყავს, ჩვენ - 8 ათასი, უელსს - 150 ათასი, ასეთი გუნდების დამარცხება შევძელით - ეს დიდი შრომის და იმ ინფრასტრუქტურის შედეგია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა
პუტინმა თავის ჯარებს დაავალა, კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალები ტრამპის ინაუგურაციამდე განდევნონ - ზელენსკი
არქივი