ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე - ვფიქრობ, ამ წინადადებებს იანვარში ვნახავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 23 ნოემბერი 2024, 20:00

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვეტყვი, და სხვათა შორის, აფრიკული ქვეყნების, აზიისა და არაბული ქვეყნების ლიდერებს… მზად ვართ მათი შემოთავაზებები დავინახოთ. ასევე მსურს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებების ნახვა. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებს უკვე იანვრის თვეში ვნახავთ. და ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ „რუსული დეზინფორმაციის ხარისხი მოქმედებდეს ხალხზე, თითქოს მხოლოდ ჩვენი გეგმა გვაქვს და სხვა კონტინენტებიდან სხვა პარტნიორების მოსმენა არ გვსურს, ეს სიცრუეა“.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გლობალური სამხრეთი უკრაინისა და ომის დასრულების მხარეს მაშინ იქნება, როდესაც აშშ-ის უფრო ძლიერი პოზიცია ექნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამის გაკეთების [ომის დასრულების] ყველა შანსი გვაქვს. არის ამის შესაბამისი ნაბიჯები… გვესმის, რომ რუსეთი ყველა ამ ნაბიჯზე არ წავა. მაგრამ არის გაერო-ს ქარტია და ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს ქარტიას ეყრდნობა, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, ხვალ განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ, პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება
სოსო ტყემალაძე: იტალიას 70 ათასი მორაგბე ჰყავს, ჩვენ - 8 ათასი, უელსს - 150 ათასი, ასეთი გუნდების დამარცხება შევძელით - ეს დიდი შრომის და იმ ინფრასტრუქტურის შედეგია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა
პუტინმა თავის ჯარებს დაავალა, კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალები ტრამპის ინაუგურაციამდე განდევნონ - ზელენსკი
ლევან მახაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში ოპოზიციის ბევრ სახეს ვიხილავთ - ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, გარკვეულ პროცესები იქნება
ლევან მახაშვილი: ტექნიკური მისია რეალურად არ ვიცით რა იქნება. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საგამოძიებო მისია, რადგან გამოსაძიებელი არაფერი მომხდარა
არქივი