7
23 ნოემბერი 2024, 19:52
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ144-კმ151 (ყორუდაში-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ143 (წყალტუბოს გადასახვევი-ყორუდაში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |