ეს იქნება ისეთი ურთიერთობა, სადაც ჩვენ ჩვენს ინტერესებს ვატარებთ და ჩვენ ვჯდებით ევროპულ ტრენდში, სადაც პატარა სახელმწიფოები საკუთარ ინტერესებს წინ წამოწევენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ურთიერთობების საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, თუკი ევროპელებს აქამდე ჰქონდათ წარმოდგენა, რომ რასაც ისინი გვეტყოდნენ უპირობოდ უნდა შეგვესრულებინა - ეს მიდგომა შეიცვალა.
„ევროპაში პოლიტიკური კლასი იცვლება. ვხედავთ რომ უკრაინის კრიზისი პირველი ევროპას შეეხო და ევროპა, რომელიც იყო აქამდე იდეალი, რომელსაც ნახევრად ჰქონდა რელიგიური შინაარსი ქართველების ცნობიერებაში, კარგავს ამ რელიგიურ შინაარს და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადადის. არჩევნების შემდეგ სანქციებზე, ვიზების გაუქმებაზე და ა.შ. იყო საუბარი, მაგრამ არცერთი მსგავსი რამ არ განხორციელდა. ფაქტია, რომ ევროპა რეგიონიდან ვერ გავა, რადგან აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი გზებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა ჩვენს გვაქვს. შესაბამისად, თუკი ევროპელებს აქამდე ჰქონდათ წარმოდგენა, რომ რასაც ისინი გვეტყოდნენ უპირობოდ უნდა შეგვესრულებინა, ახლა ისინი იაზრებენ, რომ რელოვუცია არ გამოდის, არ აქვთ ისეთი უპირობო რელიგიური ლეგიტიმაცია, როგორც მათ ეგონათ და ახლა გვესმის უკვე განცხადებები, რომ ოცნებასთან მოუწევთ დიალოგი, უკვე საქართველოსთან ურთიერთობები უნდა იყოს განსხვავებული. რა თქმა უნდა ისინი უფრო ძლიერები არიან და უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლიათ და ჩვენ შეიძლება უფრო მეტის დათმობა მოგვიწევს, მაგრამ ისე არ იქნება, რომ ამ პროცესისგან არაფერი მივიღოთ. ეს იქნება ისეთი ურთიერთობა, სადაც ჩვენ ჩვენს ინტერესებს ვატარებთ და ჩვენ ვჯდებით ევროპულ ტრენდში, სადაც პატარა სახელმწიფოები საკუთარ ინტერესებს წინ წამოწევენ“, - განაცხადა შოშიაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |