გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე: მათ აქვთ საკმარისი მანდატები იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც თავიანთი „დირიჟორები“ უკარნახებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 23 ნოემბერი 2024, 18:14

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ 25 ნოემბერს, პარლამენტში, პირველ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ელოდება.


„მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ მაგარი გოგოები და ბიჭები არიან, შემოვიდნენ და ერთად ვიდავოთ ქვეყნის განვითარებაზე, ერთად ვიდავოთ იმ რეფორმებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს. თუ მათ სურვილი აქვთ, რომ საქართველო განვითარდეს, ამის ერთადერთი საშუალება, რაც ცივილიზებულმა სამყარომ მოიგონა, არის პარლამენტი და ის სივრცეები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.


მაგრამ, ეს ადამიანები არიან ქუჩის ოპოზიცია და მათი მიზანია დარჩნენ ქუჩის ოპოზიციად. მათ აქვთ საკმარისი მანდატები იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც მათი „დირიჟორები“ უკარნახებენ“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.


მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: წინა არჩევნებთან შედარებით, წელს სარჩელების რაოდენობა განახევრებული იყო - 46%-იანი კლება იყო 2020-ის არჩევნებთან შედარებით
ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირის მთავრობებს არ შეუძლიათ აირჩიონ, დაემორჩილებიან თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე - ვფიქრობ, ამ წინადადებებს იანვარში ვნახავთ
ყორუდაში-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი