მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი 25 ნოემბერს რუსეთში ჩავა, სადაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას გამართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 23 ნოემბერი 2024, 17:41
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას გამართავს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რუსული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები სანქტ-პეტერბურგში 25 ნოემბერს გაიმართება.

პარლიკოვი აცხადებს, რომ „მგრძნობიარე მომენტია, როდესაც ვიზიტი რუსეთში, აგრესორ ქვეყანაში მოხდება“.

„მაგრამ ასეთია ჩვენი ვარიანტები: ან მიდიხარ და განიხილავ, ან არ მიდიხარ და არ განიხილავ. თუ არ განიხილავ, ჩემი აზრით, კარგავ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას“, – განაცხადა პარლიკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია „გაზპრომისგან“ სიცხადის მიღწევა დნესტრისპირეთის რეგიონში გაზის მიწოდების საკითხზე.

„ჩვენ შევადგინეთ 12 სხვადასხვა სცენარი, თუ რა მოხდება ამა თუ იმ შემთხვევაში. ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ იმ სცენარსაც კი, რომელშიც დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული გაზის ტრანზიტი და მიწოდება შეწყდება, თუმცა ეს არ არის საუკეთესო სცენარი“, – თქვა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: წინა არჩევნებთან შედარებით, წელს სარჩელების რაოდენობა განახევრებული იყო - 46%-იანი კლება იყო 2020-ის არჩევნებთან შედარებით
ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირის მთავრობებს არ შეუძლიათ აირჩიონ, დაემორჩილებიან თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე - ვფიქრობ, ამ წინადადებებს იანვარში ვნახავთ
ყორუდაში-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი