„იმედის“ სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელი: შევეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია Meta-სთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც შეძლებს, დაგვეხმაროს და დასრულდეს ამ ე.წ. ფაქტჩეკერების ორმაგი სტანდარტით მუშაობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 23 ნოემბერი 2024, 17:29

დღეს დილიდან მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს იმედის Facebook-გვერდზე ყალბი ინფორმაციის განთავსება ხდება და ამის საფუძველზე Meta აუდიტორიას აფრთხილებს, რაც ყალბი ამბავია, - განაცხადა „იმედის“ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკა კლდიაშვილმა.

მისი თქმით, რეალურად, ამ ყველაფრის უკან სამი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია დგას.

„საუბარი მაქვს ე.წ. დამოუკიდებელ ფაქტჩეკერებზე [ფაქტ-ჩექი“, „მითების დეტექტორი“ და „ჯეოფაქტი“]. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციებს დღეს მონოპოლია აქვთ. სამივე ორგანიზაციის ცალსახა მიზანია, რომ მოხდეს იმედის დისკრედიტაცია. რაც ვერ გააკეთეს ყალბო რეპორტებით, შეძლეს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით და რეალურად შეგვიქმნეს იმის საფრთხე რომ ჩვენი სოციალური პლატფორმა დავკარგოთ, რომელზეც მილიონზე მეტი გამომწერი გვყავს. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია Meta-სთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც შეძლებს, რომ დაგვეხმაროს და დასრულდეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. ფაქტჩერკერების ორმაგი სტანდარტებით მუშაობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ დიდი ინფორმირებულობის ხარჯზე იმედზე შეტევები შესუსტდება“, - ნიკა განაცხადა კლდიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: წინა არჩევნებთან შედარებით, წელს სარჩელების რაოდენობა განახევრებული იყო - 46%-იანი კლება იყო 2020-ის არჩევნებთან შედარებით
ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირის მთავრობებს არ შეუძლიათ აირჩიონ, დაემორჩილებიან თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე - ვფიქრობ, ამ წინადადებებს იანვარში ვნახავთ
ყორუდაში-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი