ირაკლი კუპრაძე - „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ერთობლივად, ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის მიერ პრეზიდენტის პლატფორმაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 23 ნოემბერი 2024, 15:32
კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან და ინდივიდუალურად, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია და ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ეს შედგეს ერთობლივად ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პლატფორმაზე, რომელიც არის ნეიტრალური და ერთადერთი გადარჩენილი, ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არმყოფი ინსტიტუტი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ძლიერ საქართველოს“ არც დაფინანსებასა და სხვა ბენეფიტებზე უარის თქმის ეშინია, როდესაც მეორე მხარეს ღირსება და სიმართლე დგას.

„მანდატების ერთობლივ დათმობასთან დაკავშირებული დათქმა გამოხატავს ერთობას და ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის, რომ სწორად აღიქვან გადაწყვეტილებების სისწრაფე და მეორე, მკაფიოობა, პრინციპულობა, რომ უკან დახევას არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ კოალიცია, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად აისახა საქართველოს პარლამენტში.

რაც შეეხება დაფინანსებას ან იმ ბენეფიტებს, რომელიც მოჰყვება საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ჩვენ ამაზე უარი გვაქვს ნათქვამი თავის დროზე, 2020 წელს და არც ახლა არ შეგვეშინდება რაიმე ტიპის ბენეფიტებზე უარის თქმა, მაშინ, როცა აქეთ მხარეს დგას ღირსება, სიმართლე.

25 ნოემბერს, პირველ საპარლამენტო სხდომას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ დაესწრება, არ დაესწრება, მათ შორის, არც ერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია და არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსიდან ელჩები, რომლებიც თითქოსდა არ მიიწვია პაპუაშვილმა, სინამდვილეში, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დიპლომატიური კორპუსიდან არავინ არ აპირებდა მისვლას”, - განაცხადა კუპრაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გაბუნია: „ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს
გიორგი ჩაკვეტაძე: ე.წ. აქციების ერთადერთი მიზანი არის საზოგადოებაში შემოიტანონ არეულობა, როგორმე მოახერხონ ის, რომ ამ ქვეყანაში მიღწეული იყოს დესტაბილიზაცია, რასაც, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება არ დაუშვებს
გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე: მათ აქვთ საკმარისი მანდატები იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც თავიანთი „დირიჟორები“ უკარნახებენ
გიორგი ჩაკვეტაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ფაქტები, მათ ვერ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, თუ თავად არ იქნებიან ხელისუფლებაში. მათი მიზანია, რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ არა არჩევნების გზით
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი 25 ნოემბერს რუსეთში ჩავა, სადაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას გამართავს
არქივი