მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 23 ნოემბერი 2024, 14:35

ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. წმინდა მოწამეებს არავის და არაფრის ეშინოდათ. მისი [წმინდა გიორგის] ღვაწლი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის წყალობაც მასზე იყო განსაკუთრებული. ეს გამოვლინდა იმაში, რომ თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მას. წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით.

მინდა თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ჩაკვეტაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ფაქტები, მათ ვერ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, თუ თავად არ იქნებიან ხელისუფლებაში. მათი მიზანია, რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ არა არჩევნების გზით
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი 25 ნოემბერს რუსეთში ჩავა, სადაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას გამართავს
ერდოღანი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ დაკავების ორდერს, მნიშვნელოვანია, ეს გაბედული გადაწყვეტილება შეთანხმების ყველა წევრმა ქვეყანამ განახორციელოს
„იმედის“ სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელი: შევეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია Meta-სთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც შეძლებს, დაგვეხმაროს და დასრულდეს ამ ე.წ. ფაქტჩეკერების ორმაგი სტანდარტით მუშაობა
რადიკალური ოპოზიცია აქციას მართავს
არქივი