მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გიორგობის წირვა ბოდბეში აღავლინა. მეუფემ მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, ევროპის მხრიდან გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილზე.
„ევროპას რომ თავისთან ჩვენი მიღება უნდოდეს, ასე გვაწვალებდა? უკრაინას როგორ ექცევა. მოლდოვაში ყველაფერი მოსწონთ და ჩვენი რა არ მოსწონთ? ის გაუტეხლობა არ მოსწონთ. ის არ მოსწონთ, რომ ვიღაცების ღმერთებს არ ვაღიარებთ. გვეუბნებიან ხოლმე, - ევროკავშირში შემოსვლა არც იფიქროთ, თუ ოჯახური ფასეულობების კანონს არ გააუქმებთო. არჩევანს მაძლევენ, საკითხი დამიყენეს, როგორც წმინდა გიორგი დაუყენეს, ვითომ კარგი ცხოვრებისთვის ვიზრუნო, უნდა შეგიყვანონ სადღაც და ისევ მათ ჭკუაზე უნდა იარო.
დამთავრდა არჩევნები, ნახეს რომ გამარჯვებულები არ არიან და რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, გეგონება მონღოლები შემოიჭრნენო. ვერა-ვაკეზე რა გინდა, რომ მიდიხარ ვერა-ვაკის საზღვარზე, ბოლო ბოლო ვერელ ბიჭებს გამოიყვან წყობიდან, სხვანაირად შეხედონ თბილისია რა. რა უნდა შემომთავაზონ, ქარიზმატული ლიდერიც არ დარჩათ. ერთი ჰყავდათ და ციხეში ზის, ვინმეს მაგის ინტერესი რომ, ჰქონდეს, ხომ გამოიყვანდნენ ციხიდან აქამდე. რუსთან მე ვიომო? ომის ვისაც უნდა იმან იომოს. არავისთან ომს არ ვაპირებთ და ევროპასთანაც წესიერი ურთიერთობები გვინდა. კარავი რომ გაქვს გაშლილი და სკამებს რომ დამიწვავ, რუსზე უარესი ხარ, ოკუპაცია რუსმა იქით გამიკეთა და თბილისში მიკეთებ ოკუპაციას? ამერიკასთან ძალიან ჩქარა დალაგდება ურთიერთობები. ჯობია ჭკვიანად იყვნენ და არეულობებს თავი დაანებონ. ჩვენ უნდა დავაფასებინოთ ჩვენი ქვეყანა ყველას. რომ გარბიხარ და წერილებით მიმართავს იმათ, მაგ საქციელს ჩემს ახალგაზრდობაში ოთხი ასო ერქვა. რა იმათი საქმეა რა კანონს მივიღებ, ჩემს ქვეყანას რაც სჭირდება იმ კანონს მივიღებ. სხვა კანონებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ამ კანონს თავი დაანებონ, ბორელის გადასაწყვეტი არ არი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |