თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 23 ნოემბერი 2024, 11:08

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კონკრეტული მონაკვეთი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

„გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დავარღვევთ კანონს, ნუ დავაბინძურებთ ქალაქის ქუჩებსა და შემოგარენს. ძალიან დასანანია, რაც აქ ხდება. მსგავს პრობლემებს თბილისის მასშტაბით მხოლოდ მუნიციპალიტეტი საკუთარი რესურსით ვერ მოაგვარებს, თუ მოქალაქეების მხრიდანაც არ იქნება მხარდაჭერა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, თავისი გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეებით“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. აღნიშნულ ობიექტზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:

1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი;
5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი;
10-ის ზემოთ - 30,6 ლარი.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვარშავაში გამართული ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიგო
მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა
წმინდა გიორგის ხატის შეურაცხყოფა და მკრეხელობა - გიორგი ვაშაძე გიორგობის დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა
მეუფე იაკობი: გვეუბნებიან ხოლმე - ევროკავშირში შემოსვლა არც იფიქროთ, თუ ოჯახური ფასეულობების კანონს არ გააუქმებთო. საკითხი დამიყენეს, როგორც წმინდა გიორგი დაუყენეს, ვითომ კარგი ცხოვრებისთვის უნდა ვიზრუნო
არქივი