19
02 ნოემბერი 2024, 13:20
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წალენჯიხის მერის გადრაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
გიორგი ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |