მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 18 ოქტომბერი 2024, 18:39

ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ, არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და, პირიქით, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისადმი მიმართვაში.

როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, გაუქმდება ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლა და ამასთან, ქვეყანა „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან ჩაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ემიგრანტები ფულად გზავნილებს ვერ განახორციელებენ.

“მიმართვა ქართულ ემიგრაციას! მოგესალმებით რუსული გისოსებიდან.

მე ყველაზე მეტად ვიცი თუ რას ნიშნავს სამშობლოს მონატრება. სწორედ, სამშობლოს მონატრებამ ჩამომიყვანა სამი წლის წინ საქართველოში. ჩამომიყვანა ასევე საქართველოს გადარჩენის სურვილმა. სწორედ, ახლა დადგა კრიტიკული მომენტი, როცა ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო. აგერ მთელი მსოფლიოც მოუწოდებდა ქართველ ხალხს, რომ არჩევნებზე არ გაყიდონ მომავალი.

თქვენ იცით, რომ თუ რაღაც მანქანით ივანიშვილი დარჩა, ჩვენ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას და ჩაგვხსნიან „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ გადმორიცხავთ ფულს და გაგიჭირდებათ წინ და უკან გადაადგილება.

გარდა ამ უშუალო ზიანისა, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ჩვენ სამშობლოს! ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ (მოსთხოვოთ) რომ არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და პირიქით მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, როგორც ამისკენ თავად ევროპა ჩვენივე საკეთილდღეოდ ღია ტექსტით გვიბიძგებს.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ და 2012 წლის ჩათვლით უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე ტოვებდა აქაურობას. ამიტომ ჩემი პარტიის ნომერი -5 არის, პირველ რიგში, ემიგრანტთა დაბრუნების ნომერი. ჩვენ არამხოლოდ სიტუაციის სწრაფი შემობრუნება შეგვიძლია, არამედ შევქმნით 1 მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დაბრუნებაში დასახმარებლად.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევქმნით ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს, დავავალებთ ახალი მთავრობის ლიდერებს მოიარონ ემიგრანტთა განსახლების ადგილები და მოელაპარაკონ მათ დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე. ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ხალხი ქვეყანაში და ამას მივაღწევთ. ე.ი. მივაღწევთ ოჯახების გამთლიანებას და საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის შეჩერებას! ვიმარჯვებთ ერთად და სახელოვნად!” - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი