IOC-სა და WHO-ს შორის მემორანდუმს სოციალური დისტანცირების დაცვით მოეწერა ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
788 17 მაისი 2020, 13:52

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუს  შორის ლოზანაში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაგრძელებას სოციალური დისტანცირების დაცვით მოეწერა ხელი.

WHO-ს ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ კაცობრიობა კორონავირუსზე გამარჯვებას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე აღნიშნავს.

„IOC-ის და WHO-ს თანამშრომლობა ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. მძლეოსნობა, ფეხბურთი მხოლოდ ათლეტებისთვის არ არის. ის ყველას სპორტი უნდა იყოს. ყველანი აქტიური ცხოვრებით უნდა დავკავდეთ.  ტოკიოს თამაშებამდე  ერთად შევძლებთ ვითარების შეცვლას. ვიმედოვნებ, ტოკიო გახდება კორონავირუსზე კაცობრიობის გამარჯვების ადგილი. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ. ეს იოლი არ იქნება. კორონავირუსის დასამარცხებლად ერთად უნდა ვიბრძლოთ,“ - ონლაინ კონფერენციისას განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

მემორანდუმის გაგრძელებით, კმაყოფილია IOC-ის პრეზიდენტი: „ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შესაძლებლობისთვის მადლობა WHO-ს გენერალურ დირექტორს. ხელმოწერა იმის დასტურია, რომ ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გამოწვევაა. ყოველივე ცხადყოფს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და სპორტი. სპორტით დაკავებული ადამიანების ჯანმრთელობით კორონავირუსის დამარცხების დიდი შანსია. მზად ვართ, ვირუსთან ბრძოლაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სპორტით დაკავება ძვირი არაა, მაგრამ ის დიდ უკუგებას იძლევა. ამიტომაც მოვუწოდებთ მთავრობებს, დააფასონ სპორტის როლი და ის მხადაჭერის პროგრამაში ჩართონ. სპორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ დიდი სოციალური დანიშნულებაც აქვს. კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა - ის ყველაფრის საფუძველია.“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი