ნანა კაკაბაძე: თითქმის 2 კვირის ფიქრის შემდეგ, ზურაბიშვილმა ვერც ხელის მოწერა და ვერც ვეტოს დადება გაბედა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 08 ოქტომბერი 2024, 10:09

ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა (პ)რეზიდენტმა თითქმის 2 კვირის ფიქრის შემდეგ ვერც ხელის მოწერა და ვერც ვეტოს დადება გაბედა ამ კანონზე, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე.

„კანონზე ხელმოწერა დასავლეთში მყოფ სალომეს შეფებს არ მოეწონებოდათ, ხოლო ვეტოს დადება - საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის იქნებოდა მიუღებელი და თავისი მოკლე ჭკუით სალომემ იფიქრა, დასავლეთის კეთილგანწყობასაც შევინარჩუნებ და ქართველების უმრავლესობასაც არ გავაღიზიანებო, მაგრამ ორი კურდღლის მდევარმა (პ)რეზიდენტმა ამ შემთხვევაში ორივე მხარე გააღიზიანა.

კანონი თუ მისთვის მიუღებელი და უფლებების შემლახავად მიაჩნდა, მაშინ მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მისი ძალაში შესვლა დაებლოკა ვეტოს დადებით, მით უმეტეს, რომ ამ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა პარლამენტს აღარ ექნებოდა, რადგან ამ პარლამენტს არჩევნებამდე სხდომის ჩატარების, ანუ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ამიტომ ლიბერალ-ფაშისტების რიგებში ბუნებრივად იბადება კითხვა: ჩვენო იმედო, ქალბატონო, თუ თქვენ ნამდვილად ჩვენიანი ხართ და ნამდვილად არ გინდათ ეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი „საშინელი და მომაკვდინებელი“ კანონი მუშაობდეს საქართველოში, რატომ არ დაადე ვეტო და რატომ არ აღმოფხვერი მისი კანონად ქცევის შესაძლებლობა?

მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც „უმადური“ დარჩა იმით, რომ სალომემ ვეტო არ დაადო კანონს, რადგან ტრადიციული ღირებულებების დამცველებისთვის მთავარი ის იყო, რომ მან კანონს ხელი არ მოაწერა, რითაც პირდაპირ თქვა, რომ ის ამ საკითხში ლიბერალ-ფაშისტების მხარესაა, ანუ მიაჩნია, რომ ამ კანონით აკრძალული ერთნაირსქესიანებს შორის სექსუალური ურთიერთობის ან სქესის შეცვლის პროპაგანდა დასაშვები უნდა იყოს.

სამაგიეროდ ჩვენი სახეგაბადრული (პ)რეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და ევროსტრუქტურის ხელმძღვანელები ღიმილით ხვდებიან, ხელს ართმევენ და გამამხნევებელ სიტყვებსაც ეუბნებიან. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სწორედ ამ ქალბატონის იმედი აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების იგნორირებით საქართველოს ხელისუფლებაში მათთვის მისაღები და მორჩილი პოლიტიკური ძალების მოყვანის დაგეგმილი ოპერაციის წარმატებით განხორციელების საქმეში. თუმცა, არ იციან, რომ მათაც და მათ ფავორიტ მადამ რეზიდენტსაც დიდი იმედგაცრუება ელოდებათ 26 ოქტომბრის შემდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩაშლით“, - წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი