სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 04 ოქტომბერი 2024, 17:49

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფის პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი საოჯახო ტიპის სახლებში დაბინავდნენ
თეა წულუკიანი - დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ, არც კი გრცხვენიათ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც მართლა ცვლილება სურს და ატყუებთ, ჩვენ მიგიყვანთ მიზნამდეო
უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადება ცარიელი სიტყვებია, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვთ
არქივი