ორბანი: არ გვახარებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინამ და მოლდოვამ სწრაფი მიდგომა მიიღეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 27 სექტემბერი 2024, 23:13

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მას არ ახარებს ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინამ და მოლდოვამ სწრაფი მიდგომა მიიღეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა.

ვიქტორ ორბანის თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნება.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე რასაც ახლა იღებენ ბრიუსელიდან, ეს ქვეყნები უკვე ევროკავშირში უნდა იყვნენ“, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, გაფართოება არა გამოწვევა, არამედ დიდი შესაძლებლობაა ევროკავშირში უკვე შემავალი ქვეყნებისთვის.

„ჩვენ არ გვახარებს, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა სწრაფი გზა მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებებისთვის, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორია დაუყოვნებელ დატოვონ
ტრამპი: თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდება - თუ არა, ეს ომი არასდროს დასრულდება და მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება
ალექსეი არესტოვიჩი: რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა - დასავლეთს მოახვია თავს მრავალპოლარული მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზე
დონალდ ტრამპი - მეც და ზელენსკის ორივეს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს
არქივი