ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 სექტემბერი 2024, 21:53

სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის ძალა, რა თქმა უნდა, მშვიდობასთან დაგვაახლოებს. სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, იმდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ეს დიდი ტრაგედიაა…

ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი გააჩეროს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. ის ჩვენს ტერიტორიაზეა და როგორ გავაჩეროთ ომი, როგორ უნდა მოვახდინოთ მასზე მაქსიმალური ზეწოლა…

აშშ ლიდერია მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას, მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის. გვესმის, რომ აშშ-ის შეუძლია იყოს ლიდერი ნებისმიერ მოლაპარაკებებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორია დაუყოვნებელ დატოვონ
ორბანი: არ გვახარებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინამ და მოლდოვამ სწრაფი მიდგომა მიიღეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა
ტრამპი: თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდება - თუ არა, ეს ომი არასდროს დასრულდება და მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება
ალექსეი არესტოვიჩი: რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა - დასავლეთს მოახვია თავს მრავალპოლარული მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მეც და ზელენსკის ორივეს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს
არქივი