ილია დარჩიაშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 27 სექტემბერი 2024, 20:28

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

„ყურადღება გამახვილდა უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე; ასევე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე.

ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს გაფორმდა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორია დაუყოვნებელ დატოვონ
ორბანი: არ გვახარებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინამ და მოლდოვამ სწრაფი მიდგომა მიიღეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა
ტრამპი: თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდება - თუ არა, ეს ომი არასდროს დასრულდება და მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება
ალექსეი არესტოვიჩი: რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა - დასავლეთს მოახვია თავს მრავალპოლარული მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზე
არქივი