შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 სექტემბერი 2024, 14:33

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები. სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ჟიული შარტავა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა
რატი ბრეგაძე - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციისთვის 500-მდე განცხადებაა შესული - ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ, შემოწმდებიან და დაჯარიმდებიან
ლევან იოსელიანი - ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს
ბათუმში, პარკინგის გამო, ურთიერშელაპარაკებისას შუა ხნის კაცი დაჭრეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა
არქივი