ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 27 სექტემბერი 2024, 14:17

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების, სულ მცირე, 80 პროცენტი შეთანხმებულია და ერევანი მზადყოფნას გამოთქვამს ხელი მოაწეროს შეთანხმებულ ნაწილს და დანარჩენ საკითხებზე მუშაობა შემდგომში გაგრძელდეს.

ფაშინიანის თქმით, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც სამშვიდობო ან სხვა შეთანხმება არეგულირებს ყველაფერს და წყვეტს ყველა საკითხს.

„ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი და სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში, შეთანხმებული მუხლები არსებითად შეიცავს სამშვიდობო დებულებებს, ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული მოთხოვნების არარსებობას, მომავალში მსგავსი მოთხოვნების გამორიცხვას და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია ხელს უშლის სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან ის, სავარაუდოდ, შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ, მაგრამ სომხეთის კონსტიტუციაში მსგავსი არაფერია და არ არსებობს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა
რატი ბრეგაძე - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციისთვის 500-მდე განცხადებაა შესული - ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ, შემოწმდებიან და დაჯარიმდებიან
ლევან იოსელიანი - ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს
ბათუმში, პარკინგის გამო, ურთიერშელაპარაკებისას შუა ხნის კაცი დაჭრეს
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
არქივი