შვეიცარიის ფედერალური საბჭო და IOC საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს ერთობლივ ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
831 14 მაისი 2020, 23:14

შვეიცარიის ფედერალური საბჭო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ფედერაციებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური შედეგების შესამსუბუქებლად სესხს სთავაზობენ.

შვეიცარიის ხელისუფლებამ თავდპირველად საფეხბურთო და ჰოკეის ლიგების სესხით დახმარების პროგრამა წამოიწყო, რაც 350 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 360 მილიონი დოლარი) დახმარებას ითვალისწინებს. შესაბამისი დახმარება მათ 2020/2021 წლების სეზონის დასრულების საშუალებას მისცემს.

საერთაშორისო სპორტული ფედერაციები, რომლებსაც სპორტული ცხოვრების შეჩერება მოუწია, ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს ითვლიან ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამო. სესხს მიიღებს 50-ზე მეტი საერთაშორისო ფედერაცია, რომელთა შტაბ-ბინაც შვეიცარიაშია. მათ შორის არ არის  ფინანსურად ძლიერი ფიფა და უეფა.

„IOC მადლობას უხდის შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს IOC-თან ერთად საერთაშორისო ფედერაციებისთვის ერთობლივ მხარდაჭერის შემოთავაზებისთვის. ეს ინიციატივა საერთაშორისო ფედერაციების და სპორტის მნიშვნელობის აღიარებაა,“ - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი