გია აბაშიძე სენატორ ჯიმ რიშზე: ჟურნალისტებმა ის ამხილეს და კორუმპირებული უწოდეს - როდესაც უცხოელი პოლიტიკური სუბიექტი უსინდისოდ ამუნათებს საქართველოს, მათ ბიოგრაფიებში ყოველთვის იძებნება ვიგინდარობის დასაბუთებული ფაქტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 13 სექტემბერი 2024, 19:11

სენატორმა ჯიმ რიშმა პოლიტიკოსისთვის უსაქციელოდ დააანონსა ჩვენი არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან „ვიგინდარების გაყრა", რაც ბუნებრივია, მის ნაცსექტანტ ვასალებს გულისხმობს და არა „ქართულ ოცნებას", რომელსაც ის ამაოდ უპირისპირდება. როცა უცხოელი აქტორის რეალურ პოლიტიკურ ვიგინდარობაზეა საუბარი, უპრიანია გადავხედოთ მასზე მისი ქვეყნის მედიას, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისი განცხადებით, 2023 წელს, სენატორი რიში ცდილობდა გამოეყენებინა თავისი გავლენები, რათა პირდაპირი მნიშვნელობით „ცა გადაეკეტა" თვითმფრინავებისთვის მის ოლქში მდებარე 18-ჰექტრიანი რანჩოს თავზე.

ანალიტიკოსის თქმით, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ის ამხილეს და უწოდეს კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი.

„სენატორმა ჯიმ რიშმა პოლიტიკოსისთვის უსაქციელოდ დააანონსა ჩვენი არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან "ვიგინდარების გაყრა", რაც ბუნებრივია, მის ნაცსექტანტ ვასალებს გულისხმობს და არა "ქართულ ოცნებას", რომელსაც ის ამაოდ უპირისპირდება. როცა უცხოელი აქტორის რეალურ პოლიტიკურ ვიგინდარობაზეა საუბარი, უპრიანია გადავხედოთ მასზე მისი ქვეყნის მედიას. 2023 წელს, აიდაჰოს შტატის სენატორის საარჩევნო შტაბი დაჯარიმდა 4,325 დოლარით იმის გამო, რომ 2020 წლის კამპანიის დროს დროულად ვერ დააბრუნა გადაჭარბებული შემოწირულებები, 58,000 დოლარი. ამასთან, 2023 წელს, მდიდარი სენატორი რიში ცდილობდა გამოეყენებინა თავისი ძალაუფლება და გავლენები, რათა პირდაპირი მნიშვნელობით "ცა გადაეკეტა" თვითმფრინავებისთვის მის ოლქში მდებარე 18-ჰექტრიანი Southwest Boise რანჩოს თავზე. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ის ამხილეს და უწოდეს კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი. როდესაც უცხოელი პოლიტიკური სუბიექტი უსინდისოდ ამუნათებს საქართველოს, საჯარო წყაროებში მათ ბიოგრაფიებში ყოველთვის იძებნება ნამდვილი ვიგინდარობისა და უტიფრობის კონკრეტული დასაბუთებული ფაქტები." - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი