„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ კვლევაში საქართველოს მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს თითქოს მომაკვდავ სააკაშვილთან დაკავშირებით უშედეგოდ მიმართავს, უმჯობესია კიდევ ერთი სარჩელი დაამატოს მსოფლიოს ბანკის წინააღმდეგ.
მოლდოვასა და უკრაინის „დაწევის“ რბოლაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის პირობებში, ამა თუ იმ მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, დიდ შვიდეულსა, თუ ზოგადად, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებზე უფრო მოწინავე პოზიციებზე სახელდება საქართველო - წერს ქართველიშვილი და განმარტავს, რომ რთულია ქვეყანა მოლდოვას დაეწიოს, რადგან დეგრადაციის მსგავსი დონის მიღწევა უმოკლეს პერიოდში საქართველოს გაუჭირდება.
„მორიგი ინფორმაცია, რომელსაც „ნაცსექტანტები“ „ვიცოდი-დღეს-რაღაც-გამიხარდებოდა“ კატეგორიას მიაკუთვნებენ: მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა.
ჩვენი ცვილის ფიგურების ადგილას, სადაც ამდენ ხანს ჯიუტად და უშედეგოდ შეაქვთ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში სარჩელები დემენციით, დისტროფიით, მრავალშვილიანობით დაქანცულ მომაკვდავ სააკაშვილზე - ბარემ, ერთ სარჩელსაც მივამატებდი. ვუჩივლებდი „მსოფლიო ბანკს“ და მის მიერ შემუშავებულ „სამარცხვინო“ ინდიკაციებს.
ყოველ ჯერზე, მოლდოვასა და უკრაინის „დაწევის“ რბოლაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის პირობებში, ამა თუ იმ მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, დიდ შვიდეულსა, თუ ზოგადად, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებზე უფრო მოწინავე პოზიციებზე სახელდება საქართველო.
ამ ვითარებაში, წარმოუდგენლად ძნელია არა თუ „გავასწროთ“, არამედ „დავეწიოთ“ იმავე მოლდოვას. დეგრადაციის ასეთი დონის მიღწევა უმოკლეს დროში, ჩვენ წარმოუდგენლად გაგვიჭირდება. ამიტომ, თუ სტომატოლოგი სოფო გადაწყვეტს მიმართოს სტრასბურგს ასეთი სარჩელით, რათა დააშოშმინონ „მსოფლიო ბანკი“, პირველად ცხოვრებაში - მისი გულშემატკივარი გავხდები“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |