მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილს, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციას დაიკავებს. კიდევ გაქვთ კითხვა რატომ მშვიდობა? - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი გამოიწვია საქართველოს პოტენციალის გამოყენების სწორმა დაგეგმვამ, თავისუფალმა ბიზნეს გარემომ, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიკური სერვისების ხელმისაწვდომობამ, დაბალმა გადასახადებმა და ა.შ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ბევრად უფრო მაღალი და მკვეთრი იქნებოდა, რომ არა ოპოზიციის რევოლუციური ვნებები, რომელიც ქვეყნის ტურბულენტურ ზონაში ყოფნას ცდილობს.
„მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილს, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციას დაიკავებს. კიდევ გაქვთ კითხვა რატომ მშვიდობა?
საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წლის უკან, ჯერ კიდევ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს არა ერთჯერადი, კონტექსტიდან ამოვარდნილი მოვლენა, არამედ კარგად დაგეგმილი პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
რამ გამოიწვია ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი, პირველ ყოვლისა ეს არის საქართველოს პოტენციალის გამოყენების სწორი დაგეგმვა, თავისუფალი ბიზნეს გარემო, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიკური სერვისების ხელმისაწვდომობა, დაბალი გადასახადები და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ბევრად უფრო მაღალი და მკვეთრი იქნებოდა, რომ არა ოპოზიციის რევოლუციური ვნებები, რომელიც ქვეყნის ტურბულენტურ ზონაში ყოფნას ცდილობს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ფაქტობრივად დადასტურდა, საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მიუხედავად უამრავი შიდა და გარე გამოწვევებისა ზრდას განაგრძობს და მსოფლიოსთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.
რა თქმა უნდა ეკონომიკური ზრდა არ იქნებოდა, რომ არა მშვიდობა. მშვიდობამ საქართველოს მოუტანა კეთილდღეობა, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა, სად არის უკრაინა? ეს არ არის რიტორიკული კითხვა, უკრაინა კარგი მაგალითია, თუ რას გადაურჩა ჩვენი ქვეყანა და რა მოაქვს ომს, საქართველო მსოფლიო ლიდერია, როგორც ქვეყანა ვითარდება, იზრდება ეკონომიკა, ბიუჯეტი, ხელფასები,პენსია. პარალელურად მცირდება უმუშევრობა, ვითარდება ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამ დროს უკრაინაში რა ხდება?“ - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |