ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილის ნაირების დროა, სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება, უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 10 სექტემბერი 2024, 19:20

კეზერაშვილი, რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია დადგენილია სასამართლოს მიერ. უფრო მეტიც, ეს ყველამ იცის ევროპაში დაწყებული პენსიონერებიდან დამთავრებული კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებამდე დამთავრებული! მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ყოფილ ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და კეზერაშვილის ნაირების დროა, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ.

მისივე თქმით, კეზერაშვილი მარიონეტი ევრობიუროკრატიის და მათი მფარველი მამების დახმარებით დაუბრკოლებლად გადაადგილდება, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ოკეანის გაღმა, თუმცა ბოლო ხანებში საკეზერაშვილოს ყელზე სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება და მასში უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები.

„უცხოური და ქართული საინფორმაციო საშუალებები მსოფლიოს ამცნობენ, რომ ძალიან დიდი ამბებია ატეხილი და კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი საკეზერაშვილოშიო, რომელთაც მტკიცებულებები მტკიცებულებებზე წაუყენეს ქართველმა და ევროპელმა სამართალდამცავებმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეო. მათგან ერთი კეზერაშვილის ბიძაშვილი კი სომეხმა სამართალდამცავებმა გაბაწრეს და გერმანიას გადასცეს ჩასაყუდებლადო.
ამ დროს წმინდა წყლის კრიმინალი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელსაც ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს 5 წელი, მარიონეტი ევრობიუროკრატიის და მათი მფარველი მამების დახმარებით და მეშვეობით, აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია დაუბრკოლებლად გადაადგილდება, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ოკეანის გაღმა.
კეზერაშვილი, რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია დადგენილია სასამართლოს მიერ. უფრო მეტიც ეს ყველამ იცის ევროპაში დაწყებული პენსიონერებიდან დამთავრებული კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებამდე დამთავრებული!
მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ყოფილ ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და კეზერაშვილისნაირების დროა.
თუმცა როგორც ბოლო ხანებში ირკვევა, საკეზერაშვილოს ყელზე სამართლიანობის მარყუჟი უფრო და უფრო მეტად ვიწროვდება და ისეთი პირი უჩანს მასში უეჭველად მოჰყვებიან საქართველოში არსებული მძარცველი კეზერაშვილისა და მისი შაიკის მიერ უხვად დაფინანსებული ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენელი:
პარტიები, მედიები, არასამთავრობოები და თაღლითობით, კორუფციითა და აფერისტობით გამდიდრებული სხვა პოლიტსუბიექტებიც.
ამიტომაც ძვირფასო საზოგადოებავ ყურადღებით იყავი. ყურადღებით!
ვინაიდან ამ დღეებში დიდი ამბებია მოსალოდნელი საკეზერაშვილოში. დიდი!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი