ნებისმიერი საფრთხე, რაც ქართულ იდენტობასა და თვითმყოფადობას ემუქრება, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დონეზე უნდა დავაზღვიოთ და შემდეგ განვსაზღვრავთ, რამდენადაა თავსებადი რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტთან, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ამით ის ევროპის საბჭოს ადამიანი უფლებების კომისარს მაიკლ ო’ფლაერთის პასუხობს, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა და მოუწოდა არ მიიღოს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროპის კონვენციის მე-10 მუხლს.
როგორც ქადაგიძე წერს, მსგავსი მოწოდებებით ევროპა ევროპული ცივილიზაცია ღირებულებითი ფსკერისკენ მიექანება, რადგან ის არ აღიარებს საქართველოს უმთავრეს კანონს - კონსტიტუციას.
„ბატონო კომისარო, სანამ მე-10 მუხლზე გადახვალთ, იქნებ პირველი წაგეკითხათ? “მუხლი 1 ადამიანის უფლებათა დაცულობის ვალდებულება მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.”
რატომ ცდილობთ ჩვენს შიდა იურისდიქციაში ქექვას და თქვენი ლიბერალური სიგიჟეების შემოტენვას?!
ჯერ, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენს იურისდიქციას და არ არსებობს მასზე უმაღლესი დოკუმენტი ჩვენს სივრცეში. შესაბამისად, ნებისმიერი საფრთხე, რაც ქართულ იდენტობასა და თვითმყოფადობას ემუქრება, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დონეზე უნდა დავაზღვიოთ და შემდეგ განვსაზღვრავთ, რამდენადაა თავსებადი რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტთან. და მეორე, პროპაგანდა და „მეინ-სტრიმული” ინსინუაცია, როდიდან გახდა გამოხატვის თავისუფლების ქვაკუთხედი, ნუთუ ასე სინათლის სისწრაფით ეშვება, ევროპული ცივილიზაცია ღირებულებითი ფსკერისკენ?!
მე არა მგონია, რადგან თქვენი ბიუროკრატია და ლეგიტიმაცია მორღვეული ადმინისტრაციები გავიდნენ ზღვარს მიღმა, რისი დადასტურებაცაა ევროპულ არჩევნებში განცდილი ფიასკო, როდესაც დომინოს პრინციპით ჩამოგეშალათ, ლიბერალური დღის წესრიგი!" - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |