ლევან ნიკოლეიშვილი: ისე ეთანხმება ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ნაბოდვარს, რომ ფაქტია, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, რომ შავ ფულს იყენებს, მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გასაცოცხლებლად გაკეთდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 13 აგვისტო 2024, 17:29

„ისე ეთანხმება ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ნაბოდვარს, რომ ფაქტია, ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, რომ შავ ფულს იყენებს, მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გასაცოცხლებლად გაკეთდა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, განცხადება, სადაც „ქართული ოცნება“ დადანაშაულებულია თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მიღებული შავი ფულით თავისი ოპერაციების დაფინანსებასა და ოპოზიციის შევიწროებაში, სწორედ ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის გაკეთდა.

ჰელსინკის კომისიის განცხადების მიზეზად კი, ექსპერტი იმას ასახელებს, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი დღეს მხოლოდ გარედან გაკეთებულ რეაქციებზეა დამოკიდებული, რადგან, სხვა მხრივ, მათ პულსი არ ესინჯებათ.

„ისე ეთანხმება ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ნაბოდვარს, რომ ფაქტია, ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, რომ შავ ფულს იყენებს, მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გასაცოცხლებლად გაკეთდა. ზოგადად, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ნაგავი დღეს მხოლოდ და მხოლოდ გარედან გაკეთებულ რეაქციებზეა დამოკიდებული, რადგან ხალხს ეზიზღება, პულსი არ ესინჯებათ. ამიტომ, ჰელსინკის კომისიის ბოდვას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი