59
12 აგვისტო 2024, 11:26
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი 2012- 2024 წლების საქართველოს ოლიმპიურ დინამიკას აფასებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს, რომ 2012 წელს, ოლიმპიადაზე დაკავებული მე-40 ადგილი ქვეყანამ წელს გააუმჯობესა, 16 საფეხურით წინ წაიწია და 24-ე ადგილზე გავიდა.
დავით ქართველიშვილი 2016 და 2021 წლის ოლიმპიადის მიღწევებსაც აქვეყნებს.
ანალიტიკოსის თქმით, წარმატება და წინსვლა, რომელსაც საქართველო აღწევს, მშვიდობისა და სტაბილურობის დამსახურებაა.
"საქართველოს ოლიმპიური წინსვლის დინამიკა 2012-2024 წ.წ.:
2012 წელი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო = 7 მედალი (მე-40 ადგილი);
2016 წელი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო = 7 მედალი (38-ე ადგილი);
2021 წელი - 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო = 8 მედალი (33-ე ადგილი);
2024 წელი - 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო = 7 მედალი (24-ე ადგილი);
206 ქვეყანაში 3,7 მილიონიანი საქართველოს ეს წინსვლა თვალსაჩინოა. ხოლო მისი ძირითადი საწინდარი - მშვიდობა და სტაბილურობაა. ძირითადი მოტივაცია - უფალი, სამშობლო, ოჯახი," - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |