დავით ქართველიშვილი: რაც არ უნდა ილაპარაკონ და იცრუონ სალომეს „ცვილის ფიგურებმა“ დღეიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, არაფრისთვის არ დაიჯერება - ყველაფერი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 06 აგვისტო 2024, 13:21

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ კი, ოპოზიციურ ნაწილში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს განიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რაც არ უნდა ილაპარაკონ და იცრუონ სალომე ზურაბიშვილის „ცვილის ფიგურებმა“ დღეიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, არაფრისთვის არ დაიჯერება, ყველაფერი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა.

„გენიალური „გიორგობისთვის“ ეს ეპიზოდი ხომ ყველას გვახსოვს: „გადაეცით ნათესავებს, ახლობლებს, მეზობლებს - ამა და იმ რიცხვში ჩამოსხმული ღვინო არ დაილევა!“. ჰოდა, თქვენც გადაეცით ყველას: რაც არ უნდა ილაპარაკონ, იცრუონ, შეგაშინონ სალომეს „ცვილის ფიგურებმა“ დღეიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, არაფრისთვის არ დაიჯერება - ყველაფერი არის დეზინფორმაცია და ცილისწამება!

სრული სიცრუეა, რომ დასავლეთიდან რაღაც „ცენტების“ გადმორიცხვის შეჩერება აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ლარის კურსზე, სოციალურ მდგომარეობაზე ან ხელფასებზე. ტყუილი!!! ქვეყნის სწორმა ეკონომიკურმა კურსმა, შენარჩუნებულმა მშვიდობამ მხოლოდ განვლილ 6 თვეში ქვეყანას მისცა დამატებით 519 მილიონი ლარის მოზიდვის შესაძლებლობა ბიუჯეტში. ეს თანხა მოხმარდება ყველა იმ სფეროს, რომელიც დამატებით სტიმულირებას მოითხოვს. აქედან პირველი 100 მილიონი უკვე ჩაერიცხა თავდაცვის სამინისტროს.

წინ ფისკალური წლის მეორე ნახევარია, თავისი საინვესტიციო წინსვლით, ტურისტული სეზონის ბუმით და წარმატებული მზარდი ექსპორტით, რაც პირველი 6 თვის მონაცემებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ამ „ლუგარის ლაბორატორიის“ თემაც პროვოკაციული ხელოვნური ისტერიის ფონიდან გამოსაყვანია - მასთან დაკავშირებით შეიძლება სულ სხვა ტიპის შეკითხვები ჰქონდეს საზოგადოებას, მაგრამ, არა - ფინანსური ხასიათის.

ცილისწამებაა გავრცელებული ინფორმაცია, ჯარსა თუ პოლიციაში ჩვენი საამაყო დამცველების მოსყიდვის თაობაზე, რომლებმაც ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ არეულობაში „ტროას ცხენის“ როლი უნდა ითამაშონ. ეს ფობიები იმ დოზის წარმატებულობით მოქმედებს თითოეულზე, რამდენადაც სუსტია მოსახლეობაში რწმენისა და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობის ჯავშანი. მტერიც კარგად ხედავს ამ სისუსტეს, მცირედმორწმუნეობით გამოწვეულ ამ პანიკებისადმი მიდრეკილებებს და შიშებს და ამიტომაც ახდენს ათასნაირ ფეიკ მანიპულირებებს მოსახლეობაში.

მადლობა ღმერთს, ჩვენი საზოგადოების ფობიისკენ მიდრეკილი ნაწილი უმცირესობას წარმოადგენს. სწორედ მათ მივმართავ: ნუ აინფიცირებთ დანარჩენ ნაწილს თქვენი პანიკით, შიშით და ისტერიკებით. ეცადეთ თავი შეიკავოთ, თუკი ამ მდგომარეობასთან გამკლავება არ გამოგდით. დაუფიქრდით! ვის წინაშე ავლენთ ამ სისუსტეს - ოღონდ მათ პერსონიფიცირებას ნუ მაიძულებთ. ეს რეკლამაღა აკლდათ ჩვენგან...“,- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი