თამთა მეგრელიშვილი მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ ნოდარ მელაძის სიუჟეტზე-ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 01 ივნისი 2024, 15:16
“ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია მამუკა მდინარაძის უკანონო შემოსავლებს ეძებენ ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, მისი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. საზოგადოების დამაჯერებლობისათვის ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და განაცხადეს, რომ თურმე საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ფიქსირდება მამუკა მდინარაძე და მას ნაკვეთის დამალვაში დასდეს ბრალი”- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
 როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მამუკა მდინარაძის დეკლარაციაში ყველაფერი ასახულია და ერთი თეთრიც არ იმალება. ამიტომ ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები ნოდარ მელაძის და მისი იდეური თანამოაზრეების მხრიდან მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს რაც მათივე მაყურებლის დიდი უპატივცემულობაა და მეტიც დაცინვაა. “ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია მამუკა მდინარაძის უკანონო შემოსავლებს ეძებენ ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, მისი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. სიუჟეტისთვის საზოგადოების დამაჯერებლობისათვის ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და განაცხადეს, რომ თურმე ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ფიქსირდება მამუკა მდინარაძე და მას ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის დამალვაში დასდეს ბრალი. ეს ყველაფერი მათივე მაყურებლისთვის სასაცილოსთან ერთად არაფრის მომცემია, მაგრამ მათი მიზანი მამუკა მდინარაძის ასაკოვანი მშობლებისა და შშმ ძმის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო, რაც გამოუვიდათ. მინაწერი:დანგრევისპირას მისული ძველი სახლის აღსადგენად მამუკა მდინარაძეს ბანკის სესხი აქვს გამოტანილი რომელიც 2037 წლამდე უნდა დაფაროს. მისი მხრიდან დეკლარაციაში ყველაფერი ასახულია და ერთი თეთრიც არ იმალება. ამიტომ ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები ნოდარ მელაძის და მისი იდეური თანამოაზრეების მხრიდან მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს რაც მათივე მაყურებლის დიდი უპატივცემულობაა და მეტიც დაცინვაა. გთხოვთ, დააფასეთ თქვენი მაყურებელი პატივი ეცით სიმართლეს და ერთი სიუჟეტი მაინც გააკეთეთ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, რათა იგრძნოს თქვენივე მაყურებელმა, რომ არ დასცინით და პატივს სცემთ მათ.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი