8 წელი დაკარგა საქართველომ მამუკა ხაზარაძის თაღლითური სქემების გამო. საქართველოს ხელისუფლებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობა ყოველთვის იყო პრიორიტეტი და აი დადგა ის დღე, როდესაც ოცნება რეალობად იქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 29 მაისი 2024, 19:13
„,შუა დერეფნის" პროექტი სულ უფრო მეტად იკრებს ძალას და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებასთან ერთად, ათიათასობით სამუშაო ადგილს და მილიარდობით შემოსავალს მოუტანს!“-წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

ბოჟაძის თქმით, სამწუხაროდ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნაკლები აღმოჩნდა ანაკლიის პროექტისადმი ინტერესი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში არც ახლა შემოუტანიათ რეალური პროექტი, შესაბამისად გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდა, რომელთანაც 51/49 საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდება.

მიისვე თქმით, მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება, ამიტომაც ებრძვიან ასე გამეტებით ჩვენს სამშობლოში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც!

„ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაწყებულიყო და 2020 წელს პირველი გემიც უნდა მიეღო. პორტი მამუკა ხაზარაძის ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ს, ამერიკულ  CONTI INTERNATIONAL ერთად უნდა აეშენებინა. სამწუხაროდ თიბისი ჯგუფმა ვერცერთი ვალდებულება ვერ შეასრულა, 7-ჯერ მოითხოვა პირობების გადავადება, ვერ შემოიყვანა ინვესტორები(700 000 000$), დასავლური ინვესტიციების ნაცვლად რუსულ/ყაზახურ ინვესტიციებს გვთავაზობდა, სახელმწიფოსთვის მიუღებელი პირობებითა და ვალდებულებებით. 8 წელი დაკარგა საქართველომ მამუკა ხაზარაძის თაღლითური სქემების გამო, რომელიც იქით უჩივის საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში.  საქართველოს ხელისუფლებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობა ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და აი დადგა ის დღე როდესაც ოცნება რეალობად იქცა, სახელმწიფოს 51% თანამონაწილეობით 2024 წელს დაიწყება საუკუნის პროექტის განხორციელება. სამწუხაროდ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნაკლები აღმოჩნდა ანაკლიის პროექტისადმი ინტერესი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში არც ახლა შემოუტანიათ რეალური პროექტი, შესაბამისად გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდა, რომელთანაც 51/49 საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდება. ,,შუა დერეფნის" პროექტი სულ უფრო მეტად იკრებს ძალას და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებასთან ერთად, ათიათასობით სამუშაო ადგილს და მილიარდობით შემოსავალს მოუტანს! 

მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება, ამიტომაც ებრძვიან ასე გამეტებით ჩვენს სამშობლოში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც!

,,ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი ერთად დავიცავთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში!“-წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი