მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
384 19 თებერვალი 2021, 18:11
პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა.  

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთანაც 15-წლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, მან სთხოვა გათავისუფლება, რადგან, გადაწყვიტა, რომ საჯარო სამსახურში15-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დაემშვიდობოს გუნდს და სახლში წავიდეს. 

„მადლობა დაფასებისთვის. მე და ბატონი ირაკლი 15 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ერთობლივად გაკეთებული ძალიან ბევრი საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. ასევე, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, მაშინ ვეხმარებოდი როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ვთხოვე, მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს. გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო და დატვირთული ამით დავასრულო, მივცე საშუალება ჩემს გუნდს. 

ირაკლი ქარსელაძე არის ჩემი პირველი მოადგილე სამი წლის განმავლობაში. ირაკლისთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ირაკლი და ჩემი არსებული მოადგილეები - ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი, მთელი ის გუნდი, ისინი გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და საინტერესოა, რომ მე უკვე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, დავუბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას. ვფიქრობ, ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სადაც რამდენიმე პრემიერის შემთხვევაში მქონდა საშუალება მსახურების.

დღევანდელი ტრიბუნა მინდა გამოვიყენო, რომ მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, რომელთან ერთადაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. ასევე ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი იყო. სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდის პანდემია, სადაც ასევე ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი გუნდი, შემადგენლობა, ჩემი კოლეგები ძალიან ეფექტურად და წარმატებით მართავდნენ ამ პროცესს

მინდა, კიდევ ერთხელ ყველას წარმატება ვუსურვო. მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით. ასევე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან, მე ასევე მოგეხსენებათ, პოლიტიკაში ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე ვიზიარებდი სრულად „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და დღეს მე ასევე ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული. ბუნებრივია, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ვიქნები იმ ხალხის გულშემატკივარი, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს საქმეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა მაია ცქიტიშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
მიუხედავად შსს-ს გაფრთხილებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
არქივი