მზადება ოსკარი-2020-ის დაჯილდოების ცერემონიისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
843 09 თებერვალი 2020, 21:21
რამდენიმე საათში ამერიკის კინოაკადემიის რიგით 92-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 

გამარჯვებულები 24 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ოსკარების  ცერემონიას გასული წლის მსგავსად, წამყვანი არ ეყოლება. ეს ოსკარის ისტორიაში უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ღონისძიებას არავინ წაიყვანს. ცერემონიას წამყვანი არც გასულ წელს ჰყავდა. მანამდე წამყვანის გარეშე ცერემონია 1989 წელს გაიმართა. 

კინოსამყაროში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული დაჯილდოების დაწყებამდე ვარსკვლავები ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდებიან. 

გამარჯვებულებს „ოსკარს“ მსახიობი კიანუ რივზი, პენელოპა კრუსი, შაია ლაბაფი და ჯეიმს კორდენი გადასცემენ. ასევე ცნობილია, რომ 2019 წელს „ოსკარის“ მფლობელები ოლივია კლომანი, რეჯინა კინგი და რამი მალეკი 2020 წლის ლაურეატებს გამოაცხადებენ.   

დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს მომღერალი ბილი აილიში, რომელმაც „გრემის“ რეკორდი მოხსნა. 



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი