„და მერე ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
547 21 იანვარი 2020, 11:55

შვედეთში ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. 

ლევან აკინის სურათმა გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ მოიპოვა. თავად აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი