ორბელიანების სასახლე ხვალ დამთვალიერებლებისთვის ღიაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 01 აგვისტო 2020, 00:03

ხვალ, ორბელიანების სასახლეში, მხოლოდ ერთი დღით მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენის -  ROMA, დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ფერწერული ტილოები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე დასწრება მსურველებს ორბელიანების სასახლეში ვიზიტის დაჯავშნის შემდეგ შეეძლებათ - მათ ელექტრონულ ფოსტაზე info@president.gov.ge პირადი მონაცემები უნდა გააგზავნონ.

„ორბელიანების სასახლე ღია იქნება სტუმრებისათვის 1 აგვისტოს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ გამოფენა იმართება პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით. გამოფენა სასახლეში 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

სერია ROMA 14 ფერწერულ ტილოს აერთიანებს. მხატვრის ხედვის რაკურსი რომის და ვატიკანის ნაცნობი ქუჩების და არქიტექტურისკენაა მიმართული. წარმოდგენილ ნამუშევრებში საკუთარ დიდებასთან მარტოობაში დარჩენილ ტაძრებს, მოედნებს, ხიდებს და შადრევნებს ვხვდებით.

მხატვრისთვის სერიაზე მუშაობის ინსპირაციის წყარო წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე პაპი ფრანცისკეს მიერ აღვლენილი საგანგებო ლოცვის ამსახველი კადრები გახდა. სერიის პირველი ნამუშევარიც სწორედ ამ ისტორიულ მომენტს ასახავს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექიმი - აქციიდან ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია რამდენიმე პირი, რომელთაც კვლევები უტარდებათ, პირველადი დათვალიერებით, მძიმე დაზიანებები არ ვლინდება
გოგა ხაინდრავა - ამხანაგმა სალომემ ცკ-ში გვიჩივლა
ლაშა ბასლანძე: ჩემთვის ევროპა გამჭვირვალობაა, რუსეთია ცენზურა
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 17 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
მარინა ლობჟანიძე: მთავარი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს, დავკარგეთ სიყვარული, ძალიან ცოტა ქართველებმა, პატარა სახელმწიფომ, რომელსაც ამხელა ისტორიული წარსული აქვს. რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს, დღეს ამ სიყვარულს აღარ ვეძებთ
არქივი