სტრასბურგში ქართული ფილმების ონლაინჩვენებების კვირეული მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 13 მაისი 2020, 14:29

სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული მიმდინარეობს. ონლაინჩვენებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული კინოხელოვნების მიმართ გამოჩენილი ინტერესის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, 9-15 მაისის პერიოდში ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს, საქართველოს თავმჯდომარეობის ვებგვერდზე ონლაინ იხილოს შემდეგი ქართული ფილმები: ლანა ღოღობერიძის ფილმი – „ოქროს ძაფი“; ზაზა ხალვაშის ფილმი – „ნამე“; ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი – „კრედიტის ლიმიტი“; ნინო ჟვანიას ფილმი – „აღლუმი“; ლევან თუთბერიძის ფილმი – „მოირა“; ლევან კოღუაშვილის ფილმი – „შემთხვევითი პაემნები“; დიმიტრი ცინცაძის ფილმი – „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე; სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი – „დაისის მიზიდულობა“; რატი ონელის დოკუმენტური ფილმი – „მზის ქალაქი“.

ამასთან, 2020 წლის მარტის დასაწყისში, სტრასბურგის კინოთეატრ Odyssée-ში ფართო აუდიტორიას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, დასწრებოდა ექვსი ქართული ფილმის ჩვენებას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი კულტურული პროგრამის ფარგლებში, სტრასბურგში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის, გვანცა გაგნიძის კონცერტი სტრასბურგის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით, ასევე ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება და ანსამბლ სუხიშვილების კონცერტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი