სამი ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთში სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველ მუჰამედზე გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 12 აგვისტო 2020, 14:26

წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო ინდოეთის ქალაქ ბანგალორეში მომხდარ დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ბანგალორეში ადგილობრივი პოლიტიკოსის ნათესავმა სოციალურ ქსელ, „ფეისბუქში“,  მკრეხელური განცხადება გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ადგილობრივები პოლიტიკოსის სახლთან შეიკრიბნენ და განცხადების ავტორი წინასწარმატყველ მუჰამედის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მისი ავტორი კი - დააკავეს. თუმცა, პოსტს ინციდენტები მოყვა. 

აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასაც თავს დაესხნენ და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა, მოგვიანებით კი მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა 110 ადამიანი დააკავეს.

ბანგალორეს პოლიციის ინფორმაციით, ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მედიის ინფორმაციით, მოქალაქეების პროტესტი ერთ-ერთი პოლიტიკოსის ნათესავის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ გამოქვეყნებულმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტმა გამოიწვია. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
ნიუ-იორკის სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის საქმის განხილვა მიმდინარეობს, 37 წლის მამაკაცმა თავი დაიწვა
გურამ მაჭარაშვილი: კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები
სალომე სამადაშვილი: ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ უნდა გაჩერდეს - მაუზერი არ გვჭირდება იმიტომ, რომ ისედაც ეშინია პაპუაშვილს ჩვენი
გურამ მაჭარაშვილი: ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი - ამერიკა რომ 1 წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული
არქივი