მინსკში, კომაროვის რაიონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 12 აგვისტო 2020, 14:24
ქალაქ მინსკში, კომაროვის რაიონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო TUT.BY ავრცელებს.

მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა, რომლებსაც ხელში ვარდები ეჭირათ. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, მასწავლებლები, დიზაინერები, პენსიონერები და ა.შ.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი პროტესტით სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს, რომლებიც მათი თქმით, ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათ სამართალდამცველებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ბელარუსში უკვე სამი დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დროს დაკავებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით ჟურნალისტი. დემონსტრანტები ცხრა აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი