მინსკში საპროტესტო აქცია გამთენიისას პოლიციამ დაშალა, აქციები დღეს კვლავ იგეგმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 10 აგვისტო 2020, 08:45

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ  რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.  არიან დაკავებულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. 

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამომრჩეველთა ხმების 81%-ს იღებს, ხოლო მისი მეტოქე, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი 8%-ს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ოლგა ჩემოდანოვას განცხადებით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

„სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ სპეციალური საშუალებები გამოეყენებინათ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ. გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა და ხმოვანი ყუმბარები“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების პირველადი შედეგები ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

ბელარუსის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვა დღესაც იგეგმება. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის საქმის განხილვა მიმდინარეობს, 37 წლის მამაკაცმა თავი დაიწვა
გურამ მაჭარაშვილი: კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები
სალომე სამადაშვილი: ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ უნდა გაჩერდეს - მაუზერი არ გვჭირდება იმიტომ, რომ ისედაც ეშინია პაპუაშვილს ჩვენი
გურამ მაჭარაშვილი: ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი - ამერიკა რომ 1 წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული
ირაკლი ქარსელაძე ლონდონში, წყლის მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა
არქივი