TikTok-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრძალვის გამო სასამართლოში უჩივლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 09 აგვისტო 2020, 21:11
TikTok-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრძალვის გამო სასამართლოში უჩივლებს.  
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია სარჩელს კალიფორნიის შტატის სამხრეთ ოლქში შეიტანს.  
სარჩელში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებები ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან TikTok-ს პასუხის საშუალება არ მიეცა. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ თეთრი სახლის მეთაურის მიერ ხელმოწერილი განკარგულება TikTok-ის აკრძალვის შესახებ გაუმართლებელია.

„ის მხოლოდ სპეკულაციასა და ვარაუდებს ეყრდნობა. განკარგულებაში არ არის ფაქტობრივი დასკვნა, მხოლოდ მსჯელობაა იმის თაობაზე, რომ ჩინეთი არასწორად იქცევა“, - აცხადებენ კომპანიაში. 

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას „TikTok-ის საფრთხესთან ბრძოლის შესახებ“, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს აპლიკაციის მფლობელთან - ByteDance-თან აშშ-ის იურისდიქციაში ნებისმიერი შეთანხმებების დასასრულებლად 45 დღე მისცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი