ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
311 09 აგვისტო 2020, 16:30

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, – ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.  

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლიდია ერმოშინას განცხადებით, აქტივობამ ქვეყნის ყველა რეგიონში, დედაქალაქის გარდა, 60 პროცენტს გადააჭარბა. მინსკში აქტივობა ჯერჯერობით 53 პროცენტია.

მისი თქმით, საჩივრები, რომლებიც დამკვირვებლებმა ზოგიერთ უბანში წარმოადგინეს, ერთი ტიპის არის. თუმცა, ცესკო-ს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დარღვევებზეა საუბარი. ერმოშინას განცხადებით, მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ საჩივრებს ერთი და იგივე დამკვირვებლები აფიქსირებენ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, 65 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, პოსტს მეექვსე ვადით დაიკავებს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ეგზიტპოლის შედეგები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი