ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 07 აგვისტო 2020, 22:09


გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა პილოტიც. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 96 ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, „ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ინდოეთში, ქერალაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და აეროპორტის შენობას შეეჯახა.

BBC-ის ინფორმაციით,  თვითმფრინავი კალიკუტაში დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა  და აეროპორტის შენობას შეეჯახა. ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალიკუტის მიმართულებით ასრულებდა.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატატროფის მიზეზი უამინდობა გახდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ არის მსხვერპლი. დაღუპული არიან ეკიპაჟის წევრები. მგზავრების ნაწილი ევაკუირებულია.

ბორტზე 184 მგზავრი, მათ შორის 10 ბავშვი და ეკიპაჟის შემადგენლობა იმყოფებოდა, სულ 191 ადამიანი.  

სოციალური მედიით ვრცელდება კადრები, რომ თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.

რეგიონში ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო. ინდოეთის ამ რეგიონში გადაუღებლად წვიმს, რასაც წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი