ჯანმო რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურება და ქვეყანას საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 04 აგვისტო 2020, 20:53
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურება და ქვეყანას საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

 საქმე ისაა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრისთვის უკვე მზად იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის  ქრისტიან ლინდმეიერის განცხადებით, ზოგჯერ მკვლევრები დამოუკიდებლად აცხადებენ, რომ რაღაცას მიაგნეს, მაგრამ შესაძლო აღმოჩენებსა და ვაქცინას შორის დიდი განსხვავებაა.

„ხანდახან მკვლევრები ინდივიდუალურად აცხადებენ, რომ რაღაცას მიაგნეს, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა შესაძლო აღმოჩენებსა და ვაქცინას შორის, რომელმაც ყველაზე საჭირო ეტაპი გაიარა, დიდი განსხვავებაა“, - განაცხადა ქრისტიან ლინდმეიერმა.

 რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინა, იმ ექვს ვაქცინას შორის არ არის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ცდების მესამე ფაზაშია გადასული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
არქივი