„სფეის იქსის“ კაფსულა Crew Dragon-მა ნასას ასტრონავტები დედამიწაზე ჩამოიყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 02 აგვისტო 2020, 23:36

„სფეის იქსის“ კაფსულა Crew Dragon-მა ნასას ასტრონავტები — რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი, კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი საქმიანობის შემდეგ, დედამიწაზე ჩამოიყვანა. ასტრონავტები მექსიკის ყურეში, ქალაქ პენსაკოლას სანაპიროსთან დაეშვნენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ პირველი წყალში დაშვება 1975 წლის შემდეგ, როდესაც ნასას ასტრონავტები აპოლო-სოიუზის ერთობლივი სატესტო მისიიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ.

რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“-ზე მოთავსებული კაფსულა „ქრიუ დრაგონით“ 30 მაისს გაფრინდნენ. ისტორიული გაფრენა პირდაპირ ეთერით გადაიცა და მას მილიონობით ადამიანმა უყურა. 

ისინი ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც კოსმოსური შატლის მისია დაიხურა, ნასა თავის ასტრონავტებს სადგურზე რუსეთის რაკეტა „სიოუზით“ გზავნიდა ბაიკონურის კოსმოდრომიდან.

ნასას ასტრონავტები სადგურიდან დედამიწაზე რუსული კაფსულით, ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომთან ბრუნდებოდნენ.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს, „სფეის იქსის“ მისია Demo-2 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიან მისიაში აიყვანს ნასას ასტრონავტებს — ვიქტორ გლოვერს, მაიკ ჰოპკინსს, შენონ უოლკერს და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ასტრონავტ სოიჩი ნოგუჩის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ყველა ხედავს და ყველა კარგად გრძნობს, რომ ეს არის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები იმისთვის, რომ დავიცვათ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც ჩვენი რელიგიიდან, ჩვენი სარწმუნოებიდან, ჩვენი წინაპრებიდან მოგვდევს
"საზოგადოება ქართული" - ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი იდენტობის, ქრისტიანული ტრადიციების, ისტორიის, ღირსებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს
როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში
„ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ
არქივი