TikTok-მა დონალდ ტრამპს უპასუხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
716 01 აგვისტო 2020, 19:20

TikTok-მა დონალდ ტრამპის გამოსვლას უპასუხა, სადაც მან ჩინური კომპანიის აშშ-ში აკრძალვის შესახებ დაანონსა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

როგორც TikTok-ის სპიკერმა განაცხადა, პლატფორმა მილიონობით ამერიკელს კორონავირუსული პანდემიის დროს გასართობითა და კავშირით უზრუნველყოფდა. ასევე სპიკერმა კატეგორიულად უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ თითქოს კომპანიის ჩინელი მეპატრონე მომხმარებელთა პირად ინფორმაციას პეკინს უზიარებს.

„TikTok-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში ინახება. კომპანიის ყველაზე მსხვილი ინვესტორები აშშ-დან არიან. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომხმარებლის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ოჯახებში სიხარულის შეტანას“, - განაცხადა სპიკერმა.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ TikTok-ი ჩინეთის მთავრობაზე მუშაობს და მომხმარებლების პირად მონაცემებს იპარავს. კომპანიაში ამას უარყოფენ. 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი