"ამ ცხოველმა ბევრი ადამიანი მოკლა", - აშშ-ის პრეზიდენტმა "ბოსტონის მარათონის" ტერორისტისთვის შეცვლილი სასიკვდილო განაჩენი გააკრიტიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 01 აგვისტო 2020, 14:55

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 'ბოსტონის მარათონის" ტერაქტის შემსრულებელისთვის, ჯოხარ ცარნაევისთვის   აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეცვლილი სასიკვდილო განაჩენი გააკრიტიკა და თავად მსჯავრდებულს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს, ცხოველი უწოდა.

„ბოსტონში, მარათონის დროს, ამ ცხოველმა ბევრი ადამიანი მოკლა. სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი ქვედა ინსტანციაში დააბრუნა, ეს სასაცილოა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც  BBC იუწყება, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა დაადგინა, რომ ჯოხარ ცარნაევმა დარჩენილი სიცოცხლე საპატიმროში უნდა გაატაროს.

ძმებმა ცარნაევებმა ტერორისტული თავდასხმა 2013 წლის 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის მიმდინარეობისას მოაწყვეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, 264  კი, დაშავდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი